იტალიის WFC-ის პრეზიდენტის, ფრანკო სკარაროს მიწვევით, ახალქალაქელმა კიკბოქსიორებმა მილანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, საიდანაც საჩემპიონო ტიტულებითა და მედლებით დაბრუნდნენ.
13-14 ნოემბერს მილანში კიკბოქსინგში, კრივში, MMA-ში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, რომელშიც სამი ახალქალაქელი სპორტსმენი მონაწილეობდა და სამივე პრიზით დაბრუნდა. მწვრთნელ სერგეი ტონაკანიანის მოსწავლე არტიუშ აივაზიანი (14 წლის) და სარგის ტონაკანიანი (15 წლის) მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ვარაზდატ აკოპიანმა (13 წლის) კი მე-2 ადგილი დაიკავა.
ახალქალაქელი სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არტიუშ აივაზიანი სომხეთის მოქალაქეა, მან საქართველოს ოქრო მოუტანა.