დღეს საქართველოს კრივის ნაკრები ოპლიმპიური საგზურისთვის ლონდონში გაემგზავრა. “ტოკიო-2020”-ის ოპლიმპიადაში მონაწილეობას ასევე, მიიღებს მოკრივე ახალქალაქიდან, არტიუშ გომციანი.
13-დან 24 მარტის ჩათვლით ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, სპორტულ კომპლექს Copper Box Arena -ში, ევროპის ოლიმპიური რეიტინგული ტურნირი კრივში (Olympic Qualifying Tournament-Europe) გაიმართება.
ოლიმპიადაზე გასვლისთვის საქართველოდან 7 სპორტსმენი იბრძოლებს, მათ შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში გამოვა ახალქალაქის სპორტული კოპლექსის მოსწავლე არტიუშ გომციანი.
მოკრივის მწვრთნელი ატომ ელიზბარიანი არტიუშაზე დიდ იმედებს ამყარებს და იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა სპორცსმენი ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ ლონდონის გარდა კიდევ ერთი მსოფლიო ტურნირი – World Olympic Qualifying Tournament -ი შედგება პარიზში, სადაც ტოკიოს ოლიმპიადის ბოლო საგზური გათამაშდება.
არტიუშ გომციანი, უკვე 11 წელია, რაც ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობს. 2018 წლის ნოემბერში, მან ესპანეთში ევროსაბჭოს პირველობის ბრინჯაოს წოდება მოიპოვა. 2019 წელს, რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატში, 22 წლამდე მოკრივეთა შორის მესამე ადგილზე გავიდა.
2018 წლის ევროპის ჩემპიონატი კრივში, გომციანის ყველაზე დიდი შეჯიბრი იყო, თუმცა, მანამდეც წარმატებით გამოდიოდა ტურნირებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.