ახალქალაქელი სპორტსმენები მედლებით დაბრუნდნენ ღია ოლიმპიური ჩემპიონატიდან – Caspian Karate WKF-ი , რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თირკნას, ბალხოსა და მაჯადიას სპორტსმენებმა გამარჯვება სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში მოიპოვეს.

10-11 წლის ასაკობრივ ჯგუფში 32 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა სოფელ თირკნადან სამველ აღასარიანმა, ასევე, მესამე ადგილი – 10-11 წლის ასაკის +32 კგ წონით კატეგორიაში.

+37 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე ბალხოელი ვარდი შახბაზიანი 10-11 წლის ასაკობრივ ჯგუფში გავიდა.

37 კგ-მდე წონით კატეგორიაში 10-11 წლის ასაკიანებს შორის მესამე ადგილი დაიკავა სპორტსმენმა სოფელ მაჯადიადან, შოთა ხედოიანმა.

ანაჰიტ ნიკოღოსიანმა, სოფელ თირკნადან, 8-9 წლის ასაკობრივ ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა.

marzikner

აღსანიშნავია, რომ ჯავახეთში მედლებით დაბრუნებულმა სპორტსმენებმა შეჯიბრებებში პირველად მიიღეს მონაწილეობა და პირველივე ორთაბრძოლებში გამარჯვებები დააფიქსირეს.

ამ სპორტსმენების მწვრთნელი სარგის მარგარიანია.