ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოკრივე, საქართველოს ჩემპიონი არტიომ იორდანიანი A კლასის საერთაშორისო ტურნირის “სტრანჯა-2023”-ის 1/4 ფინალშია და ტურნირის ნახევარფინალში გადასასვლელად იბრძოლებს.

არტიომი საბერძნეთის წარმომადგენელთან იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრებში სამი ახალქალაქელი მოკრივე მონაწილეობს: არამ ხრიკიანი, არტიუშ გომციანი და არტიომ იორდანიანი. არამ ხრიკიანი და არტიუშ გომციანი დამარცხდნენ და შეჯიბრებებს გამოეთიშნენ.

ეს შეჯიბრებები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას ემსახურება. არამ ხრიკიანი, არტიუშ გომციანი და არტიომ იორდანიანი მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც მაისში გაიმართება.

საქართველოს მოკრივეთა ნაკრები სოფიაში შემდეგი შემადგენლობით წავიდა:

არამ ხრიკიანი: 57 კგ,
არტიომ იორდანიანი: 92 კგ,
არტიუშ გომციანი: 60 კგ,
ლუკა კუბლაშვილი: 48 კგ,
საჰილ ალახვერდოვი: 51 კგ,
ლაშა გაგნიძე: 63,5 კგ,
ლაშა გურული: 67 კგ,
გიორგი ხარაბაძე: 75 კგ.
ოთარ ნავერიანი: 80 კგ,
გიორგი გუშიტაშვილი: 86 კგ.
გიორგი ჭიღლაძე: 92 კგ.
ნიკოლოზ ბეგაძე: 92+ კგ,

მწვრთნელი: ბეჟან ჭიჭინავა, თეიმურაზ ოჩიგავა და ილია ტლაშაძე.
ექიმი: ბექა ბრეგაძე.

შეგიძლიათ გაეცნოთ:

არამ ხრიკიანი და არტიუშ გომციანი – კრივში საქართველოს ჩემპიონები

არტიომ იორდანიანი კრივში საქართველოს ჩემპიონი გახდა

ახალქალაქელი მოკრივეები “სტრანჯა-2023”-ის ტურნირზე