საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, რაფაელ ჩიმიშკიანი, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა.

ჩიმიშკიანი ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა, მსოფლიოს 11 გზის რეკორდსმენი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი იყო. მან ოლიმპიადა 1952 წელს ჰელსინკიში, 60 კგ წონით კატეგორიაში მოიგო.

ლეგენდარული ძალოსნის რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო WORLDSPORT.GE-ს რედაქცია სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად სპორტულ საზოგადოებას.