სოფელ კუმურდოს საბავშვო ბაღი, მშენებლების თქმით, ერთ კვირაში შევა ექსპლუატაციაში. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება საბავშვო ბაღის გახსნას ოქტომბრის ბოლოს გეგმავს.
საბავშვო ბაღში შიდა სამუშაოები დასრულებულია, რჩება ავეჯის შეძენა და ინტერიერის მოწყობა.
ეზოში ასფალტის სამუშაოები არ დასრულებულა. მშენებლის თქმით, დღეს ეზოში ბორდიურების მოწყობას და ასფალტირებას დაიწყებენ, სამუშაოების დასრულებას ერთ კვირაში გვპირდრბიან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატურიანის თქმით, ასოციაციის ბიუჯეტში წლის დასაწყისში კუმურდოს საბავშვო ბაღის ხარჯები გათვალისწინებული იყო. მალე გამოცხადდება ტენდერი ინვენტარზე და ავეჯზე, უკვე გამოცხადებულია ტენდერი ჭურჭლის შესყიდვაზე.
ეს ტენდერი არა მარტო კუმურდოს საბავშვო ბაღზე, არამედ სხვა საბავშვო ბაღებზეც გამოცხადდა.
ანაიდა ასატურიანის თქმით, მუშა ხელთან დაკავშირებით პრობლემა არ არის, სოფლიდან უამრავი განცხადება აქვთ.
„ზოგადად ვაკანსიებს აღარ ვაცხადებთ, სოფლიდან ბევრი განაცხადი მივიღეთ, კონკურსი როდის იქნება, არ ვიცი, ტენდერებზეა დამოკიდებული, რადგან შეიძლება ვერ შედგეს, ამიტომ დანამდვილებით ვერ ვიტყვი. ოქტომბრის ბოლოს ვგეგმავთ საბავშვო ბაღის გახსნას, მაგრამ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა“, – თქვა მან.
სოფელ კუმურდოში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო. ის დაახლოებით 100-120 ბავშვზე გათვლილი.
სოფელ კუმურდოში საბავშვო ბაღის შენობა 2020 წელს ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ნიკამ” ააშენა. სამუშაო 2021 წლის ბოლოს უნდა გადაეცა. 2021 წლის ნოემბრიდან კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა, რის გამოც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის 15 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შემდეგ საბავშვო ბაღის ჩაბარების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა.
კუმურდოს საბავშვო ბაღის მშენებლობის ვადა კვლავ გაგრძელდა
კუმურდოში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
კუმურდოში საბავშვო ბაღის მშენებლობა ისევ გადაიდო
კუმურდოში საბავშვო ბაღის მშენებლობა ივნისის ბოლომდე უნდა დასრულდეს