ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ახალი საბავშვო ბაღი შენდება, უკვე მეორე თვეა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელში, რომელიც ქალაქიდან ზუსტად 9 კილომეტრში მდებარეობს, დაახლოებით 500 ოჯახი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობა, უკვე მრავალი წელია საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვს.

mankapartezz

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

 «საბავშვო ბაღის მშენებლობა 20 დეკემბრამდე უნდა დავასრულოთ. შენობა გათვლილია დაახლოებით 100-120 ბავშვზე. ეს იქნება ორსართულიანი შენობა 10 ოთახით», – ამბობს მშენებელი, ვოლოდია სტამბოლციანი.

shenq]

mankapartez

სოფელ კუმურდოში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობის ელექტრონული ტენდერი 2020 წლის 10 აგვისტოს ჩატარდა, მოიგო შპს «ვერნიცკიმ და კომპანიამ» 1 023 736 ლარის ოდენობით, ტენდერის თავდაპირველი თანხა 1 033 736 ლარს შეადგენდა.

საბავშვო ბაღი აშენდება ორ ეტაპად. სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წელს 400 ათასი ლარის ოდენობით ჩატარდება, ხოლო მეორე ეტაპის დასრულება 2021 წელს იგეგმება, თანხა 633 736 ლარი იქნება.

საბავშვო ბაღის მშენებლობაში სოფლის მოსახლეობაც მონაწილეობს.