პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის არტურ მკოიანის მეუღლის, მინა მკოიანი აცხადებს, რომ მისი საჩივრის საფუძველზე ახალქალაქის პოლიციის უფროსის შალვა ლომსაძისა და მისი თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის საქმე სს კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა.
ინფორმაციას Jnews-ი საქართველოს პროკურატურაში აზუსტებს.
მინა მკოიანმა 29 აგვისტოს საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა. მისივე თქმით, მისი განცხადების საფუძველზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო თავისუფლების აღკვეთას, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა.
შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს ღამით, ახალქალაქის პოლიციის თანამშრომლები არტურ მკოიანის ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად, სახლში იარაღის შენახვის ბრალდებით მივიდნენ. არტურ მკოიანი დააკავეს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ადმინისტრაციული სასჯელის სახით 11 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მისი მეუღლე ახალქალაქის პოლიციის უფროსს შალვა ლომსაძეს ქმრის უკანონო დაკავებასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ამ საქმეზე დამატებითი ინფორმაციისთვის Jnews-ი საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა.
ასევე წაიკითხეთ ამ თემაზე:
“ნაციონალური მოძრაობის წევრის” არტურ მკოიანის მეუღლემ გენერალურ პროკურატურას მიმართა
არტურ მკოიანი 11 დღით დააპატიმრეს
არტურ მკოიანის მეუღლემ შსს-ს ვიდეოზე კომენტარი გააკეთა