დღეს, 20 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მესტიაში უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალების ამოღების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ინფორმაციის თანახმად, 18 სექტემბერს აღმაშენებლის ქუჩაზე დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ბ. 1983 წელს არის დაბადებული.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ახალქალაქში, 1983 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ბ. დააკავეს.
შსს-ში დაკავებულის შესახებ უფრო ზუსტ ინფორმაციას არ იძლევიან, თუმცა, როგორც Jnews-მა სანდო წყაროდან შეიწყო, დაკავებული თურქეთის მოქალაქეა და ახალქალაქში თურქული ნომრებიანი ავტომობილით ჩამოვიდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულის და მისი ავტომობილის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია და 11 ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით.
ახალქალაქში ძებნილი დააკავეს, ის თურქეთის მოქალაქეა