კვირაზე მეტია თავისუფლების ქუჩაზე გათხრილი ფართო ორმო მანქანებს თავისუფლებისა და დარბინინის კვეთაზე მოძრაობას ურთულებს.  გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორმოს სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე დაფარავენ.

25 ივნისს თავისუფლების ცენტრალურ ქუჩაზე ტრაქტორი ორმოებს თხრიდა. მიწა სავალ ნაწილზე დაყარა, რამაც გზა შეავიწროვა. აღნიშნული მონაკვეთი ფარტო ორმოების გამო მძღოლებში ისედაც სტრესს იწვევს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა კიდევ უფრო  გართულდა.

pos 3

ფოტო გადაღებულია 25 ივნისს

აღსანიშნავია, რომ ეს მონაკვეთი რამდენჯერმე ამოთხარეს მიწისქვეშა კომუნიკაციის პრობლემების გამო. უზარმაზარი ორმოს ამოღების შემდეგ, მონაკვეთი კიდევ ერთხელ გათხარეს და გარკვეული დროით ასე დატოვეს. საბოლოოდ კვლავ შეავსეს.

pos 2

ფოტო გადაღებულია 11 ივნისს 

როგორც Jnews-მა გაარკვია, ორმო საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგებამ ამოტხარა და ახლა წყალმომარაგების ხაზს არემონტებს.  Jnews–ის ჟურნალისტები დაინტერესდნენ ამ ორმოს დახურვის პროცესების მიმდინარეობის შესახებ, რადგან ხელს უშლის მოძრაობას. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ვახტანგიშვილმა ამ თემაზე უხეშად გვიპასუხა:

“ვმუშაობთ, თქვენ არ გაქვთ უფლება შეაფასოთ ჩემი ნამუშევარი, მოგვცეთ შენიშვნები. თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ. ამისთვის სხვა უწყებები არსებობს. მყავს უფლებამოსილი პირები. როდესაც სამუშოაები დასრულდება, ორმოს მაშინ დავხურავთ. კონკრეტული თარიღები არ არსებობს, ”

pos 4

ფოტო გადაღებულია 1 ივლისს

შევეცადეთ გაგვერკვია გაერთიანებული წყალმომარაგების ცენტრალურ ოფისში წყალმომარაგების სამუშაოების დასრულების და ორმოს შევსების კონკრეტული ვადები. მათ განაცხადეს, რომ არ არიან ინფრომირებულნი სამუშაოების შესახებ და მაშინ გაგვესაუბრებიან, როდესაც სიტუაციას გაარკვევენ.