ჯავახეთში მაისის თვეში აბონენტთა რაოდენობა, ვინც ბუნებრივ აირზე სახელმწიფოს შეღავათებით სარგებლობის, თითქმის ორჯერ გაიზარდა და 77% შეადგინა, რაც რაოდენობრივ 13 415 აბონენტია. მაისში სუბსიდია 26,4%-ით მეტმა აბონენტმა მიიღო, ვიდრე აპრილში. ეს სახელმწიფო სუბსიდირების ბოლო თვეა.
აპრილის თვეში სუბსიდირება 50,6% აბონენტს შეეხო.
სუბსიდირების პირობებით, რომლის თანახმადაც ბუნებრივი აირის გადასახადი 200 კუბამეტრზე ნაკლებს უნდა შეადგენდეს, ახალქალაქში დაახლოებით 8 658 აბონენტი მოხვდა, ნინოწმინდის მუნიციპალტეტში კი 4 757 აბონენტი. აბონენეტბის საერთო რაოდენობამ, ვინც ბუნებრივ აირზე სახელმწიფოს შეღავათებით ისარგებლა, 13 415 აბონენტი შეადგინა.
ამგვარად, მარტში ჯავახეთში სახელმწიფო შეღავათებით 7000 აბონენტმა ისარგებლა, აპრილში- 8 799, ხოლო მაისში- 13 415.
ჯავახეთის SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის ინფორმაციით, ამ თვეში კონტროლიორები, რომლებიც მრიცხველის მონაცამებს არეგისტრირებენ, მონაცამებს დამატებით ფოტოებს უღებდნენ.
«ამ თვეში კონტროლიორებს ვთხოვეთ მრიცხველების მაჩვენებლები ფოტოებით დაეფიქსირებინათ, ამიტომ მონაცემები მხომოლოდ ერთხელ გადავამოწმეთ. უზუსტობები იყო, თუმცა ნაკლებად, და რადგანაც გათბობის სეზონი დასრულდა, აბონენტების რაოდენობა 4-5 ათასით ანუ ორჯერ გაიზარდა»,- აღნიშნეს გაზგამანაწილებელ კომპანიაში.
ჯავახეთში ბუნებრივი აირით სულ 17 402 აბონენტი სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის გავრცელების სიტუაციასთან დაკავშირებით სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება მარტის, აპრილის და მაისის თვეების კომუნალური გადასახადები დაუფაროს იმ აბონენეტბს, ვინც 200 კუბამეტრამდე ბუნებრი აირს მოიხმარს.