ყოველწლიურად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხას ინფორმაციისთვის გამოყოფენ – რომელი მედია საშუალებები იღებს ფულს მუნიციპალური ბიუჯეტიდან და რა არის ამის მიზეზი – Jnews-ი მასალაში ამ თემებზე ისაუბრებს.
2023 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „საინფორმაციო პროგრამაზე“ 55 900 ლარი გამოიყო. მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ქვეპროგრამით „როგორც მედიის, ისე გაზეთების მომსახურება“ ფინანსდება. თანხას იმიყომ გამოყოფენ, “რომ მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს გაეცნოს რა ხდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“. გასულ წელს 47 900 ლარი გამოიყო, მაგრამ ბიუჯეტში არ არის დაკონკრეტებული, რომელ მედია საშუალებებზეა გათვლილი თანხა. ბიუჯეტის სამუშაო ვერსიით, რომელიც დეპუტატებს განსახილველად წარუდგინეს, 2023 წლისთვის გამოყოფილი თანხა შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს.
5 000 ლარამდე თანხები ამ მედიასთან პირდაპირი შეთანხმებით ნაწილდება და ყველაზე დიდი თანხა, ამ შემთხვევაში 43 000 ლარი ტენდერზე გავა, რომელშიც ამ ტელეკომპანიამ, ანუ „ATV 12“-მა „უნდა“ ”გაიმარჯვოს. ჩვენი ინფორმაციით, მერია იმ თანხის გაზრდას აპირებს, რომელიც ტელეკომპანია „ATV 12“-ისთვის ტენდერზე იქნება გამოტანილი. 2022 წელს ადგილობრივმა ტელეარხმა “ATV-12”-მა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი მიიღო, GUARDIAN.ge-მ – 4 900 ლარი, ExpressNews – 3 000 ლარი, გაზეთმა “ვრასტანმა” – 4 006 ლარი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ტელესამაუწყებლო და საგამოცემო საქმიანობისთვის“ 70 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებას უნდა ემსახურებოდეს. ნინოწმინდის მერიის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერი ადგილობრივმა ტელეკომპანია “ფარვანა ტვ”-მ მოიგო. გასულ წელს ნინოწმინდამ ინფორმირებისთვის 60 000 ლარი გამოყო.
ჯავახეთის მოსახლეობისთვის ტელეკომპანიების “ATV-12” და “ფარვანა TV” ცნობილია, რადგან ისინი ჯავახეთში მუშაობენ. პოპულარულია გაზეთი „ვრასტანიც“, რომელიც რეგიონში ძირითადად საჯარო მოხელეებსა და მასწავლებლებს შორის ვრცელდება, მაგრამ ცოტა რამ არის ცნობილი Guardian-ისა და ExpressNews-ის შესახებ.
Guardian.ge
Guardian.ge-მ ახალქალაქთან დაკავშირებული 50 სტატია გამოაქვეყნა. მასალების ნაწილი სკოლებს, მასწავლებლებს და ძირითადად მუნიციპალური ხელისუფლების საქმიანობას ეხება. პირველი მასალა ახალქალაქზე 2022 წლის 16 იანვარს გამოქვეყნდა. ხოლო Guardian.ge-მ ნინოწმინდაზე 234 სტატია გამოაქვეყნა. მასალები კვლავ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას, სპორტულ ღონისძიებებს, გენდერულ საკითხებს ეხება. პირველი გამოცემა 2020 წლის 25 ივნისს შედგა. გვერდი ელექტრონული ფოსტის გარდა, სხვა მედიას, დონორებსა და საკონტაქტო ინფორმაციას არ შეიცავს.
ExpressNews.ge
ვებგვერდზე “ExpressNews.ge”-ზე ახალქალაქის თემაზე 16 მასალა გამოქვეყნდა, რომლებიც 2016 წლიდან არის ხელმისაწვდომი. ეს გვერდი ძირითადად თოვლისგან დაკეტილ გზებს ეხება. 16 მასალაშია ნინოწმინდა ნახსენები, თუმცა უმეტესობა თბილისს ეხება. ნინოწმინდის შესახებ მასალების ამ საიტზე 2021 წლიდან გვეყნდება.
გვერდი ხუთენოვანია (ქართული, ინგლისური, რუსული, სომხური, აზერბაიჯანული), მაგრამ ენას მხოლოდ მასალიდან შეცვლით.
“ჩვენს შესახებ” განყოფილებაში შემდეგის სახის ინფორმაცია ქვეყნდება: „საინფორმაციო სააგენტო Expressnews-ის აბონენტები და მომხმარებლები შეუფერხებლად მიიღებენ სრულ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესის შესახებ (ონლაინ-რეჟიმში)“. აღნიშნულია, რომ ამისთვის „სააგენტოს მაღალკვალიფიციური ჟურნალისტები“ მუშაობენ, თუმცა დამფუძნებლებისა თუ რედაქტორების კონკრეტული სახელები არ აღინიშნება. პარტნიორების განყოფილებიდან იტყობინებიან, რომ მათი პარტნიორები საქართველოს სხვადასხვა ბანკი, სახელმწიფო დაწესებულებები (მთავრობა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები) და ბიზნეს სექტორია.