დღეს, 22 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4395 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, 323 ახალქალაქში და 142 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
4 – ახალციხეში
1 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
17 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
4 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 298 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 117
ახალქალაქი – 9
ბორჯომი – 110
ნინოწმინდა – 0
ასპინძა – 36
ადიგენი – 26
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში არავინ იმყოფება, კოვიდსასტუმროებში 1 პაციენტია, ხოლო კოვიდ კლინიკაში 80 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 28 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 40 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.