გუშინ, 18 სექტემბერს, საღამოს 18:00 საათის შემდეგ, ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე, რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები ოპერატიულ-საგამოძიებო ოპერაციას ატარებდნენ. შედეგად, თურქეთის მოქალაქე დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პირი დააკავეს “ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერების ან ფეთქებადი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, დამზადება, ტრანსპორტირება, გადაცემა ან რეალიზაციისთვიდ”.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
Jnews-ის ინფორმაციით, პირი დაკავებამდე იძებნებოდა.