23.04.2024
ნახვები: 177 |
ავტორი:
Agunik Ayvazyan
21 აპრილს ნინოწმინდის სპორტულ კომპლექსში არმრესტლინგის ღია ჩემპიონატი გაიმართა, პირველობაში ახალქალაქიდან 6 სპორტსმენი მონაწილეობდა, ისინი 6 მედლით დაბრუნდნენ.
ღია ჩემპიონატი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. მასში სულ 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა ნინოწმინდიდან, ახალქალაქიდან და წალკიდან.
ახალქალაქიდან გამარჯვებულები გახდნენ:
- 95+ კგ წონით კატეგორიაში მე-2 ადგილი სოფელ კოჩიოდან ვარდან მუსიკიანმა დაიკავა
- 85 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი კოჩიოდან ვაჰე მუსიკიანმა დაიკავა
- 75 კგ წონით კატეგორიაში მე-2 ადგილი სოფელ ბარალეთიდან კარენ მამულიანმა დაიკავა
- მიშა მანანიანმა სოფელ ალასტანიდან 18 წლამდე ვაჟებს შორის 65 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა
- ისევ მიშა მანანიანმა, 65 კგ წონით კატეგორიაში მე-2 ადგილი დაიკავა მოზრდილებში (18 წელზე მეტი)
- 18 წლამდე ვაჟებს შორის 70 კგ წონით კატეგორიაში სოფელ ალასტანიდან სარგის ოველიანმა მე-2 ადგილი დაიკავა.