ზუსტად 2 კვირის წინ, ქალაქის ქუჩებში ორმოების ამოვსების სამუშაოები დაიწყო. პირველი ეტაპი იყო ასფალტის პირველი ფენის ამოღება, მაგრამ უკვე 14 დღეა გზებზე სამუშაოები არ ჩატარებულა. მერის თქმით, გუშინ, 17 ივნისს, ცენტრალურ ქუჩაზე ასფალტის მოსაპირკეთებელი სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ განახლებულა.
JNEWS-ი შეეცადა გაერკვია, როდის განახლდება სამუშაოები და როდის დასრულდება.
კომპანია «ჯავახავტოგზაში», რომელიც გზის შეკეთების სამუშაოებს აწარმოებს, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. მივმართეთ ახალქალაქის მერ იურიკ უნანიანს, რომელმაც განაცხადა:
«ამინდის პირობების გამო, სამუშაოები შეჩერებული იყო, ახლა უკვე სამუშაოები განახლებულია ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, დღეს ცენტრალური ქუჩა დასრულდება. თავდაპირველად იყო გარკვეული ხარვეზები. გამოვასწორეთ ისინი, გავასწორეთ კუთხეები ისე, რომ ასფალტი თანაბრად დაიგოს. თუ ამინდი არ შეგვიშლის ხელს, 4-5 დღეში დავასრულებთ ქალაქის ყველა ქუჩის ორმოების ამოვსებას»,- ამბობს იურიკ უნანიანი.
თუმცა, სამუშაოები ქალაქის ცერნტრალურ, თავისუფლების ქუჩაზე არ მიმდინარეობს და სამუშაოების შეჩერების გამო გზაზე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს ქალაქში მანქანების ისედაც პრობლემურ გადაადგილებას, მძღოლების კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევს.
ქალაქის გზებზე ორმოების ამოვსების სამუშაოები დაიწყო
უნდა აღინიშნოს, რომ ახალქალაქის, როგორც მთავარი, ისე მეორადი გზები უიმედო მდგომარეობაშია, ყველგან ორმოებია, იგივე სიტუაციაა ახალქალაქი-ახალციხის გზაზე.
აღსანიშნავია, რომ წელს ახალქალაქის შიდა გზების ორმოების გასწორების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 230 000 ლარი გამოიყო.