გუშინდელი დღიდან ქალაქ ახალქალაქის დაზიანებულ გზებზე სამუშაოები დაიწყო. მუშაობა დაიწყო ქალაქის მხრიდან, ე.წ შეხვედრის მონაკვეთიდან.
როგორც ქალაქში, ისე მის შემოგარენში დიდი, გაუვალი ორმოები და ხვრელებია. ეს საკითხი დიდი ხანია აწუხებთ, როგორც ქვეითებს, ისე მძღოლებს.
«ჩვენ უკვე დავიწყეთ გზებზე სარემონტო სამუშაოები, სამუშაოებს ახორციელებს კომპანია «ჯავახავტოგზა». ახლა ვიწყებთ დაზიანებული ადგილების ამოღებას, რის შემდეგაც ეს ადგილები ახალი ასფალტით შეივსება. გარკვეული ადგილი არ არის, ქალაქში ყველა დაზიანებული გზა უნდა შევაკეთოთ. ამ საქმიანობას ზედამხედველობას უწევს მერია», – ამბობს პავლიკ ეფრიკიანი, რომელიც ინსპექტირებას უწევს სამუშაოებს.
ახალქალაქის მერი იმედოვნებს, რომ სამუშაოები დაახლოებით 10 დღის განმავლობაში დასრულდება.
«ეს რემონტი გასწორების სამუშაოების ნაწილია, ჩვენი ადგილობრივი ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, ქალაქის ყველა დაზიანებული მონაკვეთი უნდა შეკეთდეს. ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოები დაახლოებით 10 დღეში დასრულდება», – განაცხადა ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა.
აღსანიშნავია, რომ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 230 ათასი ლარი გამოიყო ახალქალაქის შიდა გზების გრეიდერით გასწორების სამუშაოებზე.