კოოპერატივი “მელიორაცია” სოფელ ორჯადან სამი წელია საკუთარ კარტოფილის მინდვრებს LAG-ის (Local Development Group) გრანტით და პროგრამა ENPAED2-ის დაფინანსებით შეძენილი მოძრავი სარწყავი სისტემით რწყავს. ამ სისტემის დახმარებით კოოპერატივმა სოფელში აქტუალური სარწყავი პრობლემა მოაგვარა და თანასოფლელებს უსასყიდლოდ სარგებლობის საშუალებას აძლევს.
სოფელ ორჯას არ ჰქონდა სარწყავი სისტემა, ფერმერები ნათესებს ვერ რწყავდნენ და კარგ მოსავლასაც ვერ იღებდნენ. აქ, სოფლის მეურნეობა ბევრისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
კოოპერატივი „მელიორაცია“ 9 ადამიანისგან შედგება. კოოპერატივის წევრებმა 2019 წელს, LAG-ის საგრანტო კონკურსის შესახებ როცა შეიტყეს, მასში მონაწილეობა გადაწყვიტეს. მოიგეს 64 448 ლარის ღირებულების პროექტი, საიდანაც 20% კოოპერატივის წევრების შენატანი იყო, დარჩენილი 80% გრანტი. გრანტის ოდენობით კოოპერატივმა ტუმბო და რეზინის სარწყავი მილები (1400 მ) შეიძინა.
კოოპერატივის თავმჯდომარის, ნაირი ჰარუთუნიანის თქმით, ისინი უკვე სამი წელია მოძრავი სისტემით რწყავენ. მინდვრების მოსარწყავად სოფელში წელს აუზი აშენდა.
“მაგრამ მაინც, მოძრავი სარწყავი სისტემა საჭიროა, ძალიან კმაყოფილი ვართ. კოოპერატივის წევრების გარდა თანასოფლელებიც სარგებლობენ უსასყიდლოდ. როცა ვამთავრებთ, ვუბრუნებთ”, – თქვა ნაირი ჰარუთუნიანმა.
რწყვის სეზონზე 2-დან 4-მდე მუშაკს ასაქმებენ.
ნაირი ჰარუთუნიანმა წლეულს 5 ჰექტარი კარტოფილი დათესა და მინდვრები მოძრავი სისტემით ორჯერ მორწყა.