დღეს, 16 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულებისთვის საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავების ღონისძიება გაიმართა, შაბათობა საქართველოს მასშტაბით განხორციელდა. ახალქალაქში გაიწმინდა დაწესებულების ტერიტორიები და ეზოები, ყოფილი სამხედრო ბანაკი და ამირანის გორის დასასვენებელი ტერიტორია.

შაბათობა საქართველოში მთავრობამ გამოაცხადა.

maqrum1

ახალქალაქის სერვისცენტრის ხელმძღვანელ მხითარ რსტაკიანის თქმით, დაწესებულებების თანამშრომლები ნაგავს ტომრებში აგროვებენ, რის შემდეგაც ნაგვის მანქანები ამ ნაგავს გაიტანენ. სერვისცენტრის თანამშრომლებმა ყოფილი სამხედრო ბანაკის ტერიტორია გაასუფთავეს.

maqrum

“შაბათობის დღე გუშინ დავიწყეთ, დავასუფთავეთ ყოფილი სამხედრო ბანაკი. დაწესებულებებს ნიჩბები და ცოცხები გადაეცათ, ხოლო ხელთათმანები და ნაგვის პარკები გუბერნიიდან გამოყვეს”, – თქვა მხითარ რსტაკიანმა.

maqrum4

maqrum3