ახალქალაქის რაიონულ სასამართლოსთან, მაშტოც-აზნავურის ქუჩების გზაჯვარედინზე, შუქნიშანი თვეზე მეტია არ მუშაობს. შუქნიშნის გაყვანილობა   ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გამვლელმა ავტომობილმა დააზიანა.

Jnews-ი შეეცადა მიზეზის გარკვევას. 

ახალქალაქის სერვის ცენტრში განმარტავენ, რომ ადგილზე არ არიან სპეციალისტები, რომლებიც შუქნიშანს შეაკეთბენ. გარდა ამისა, შუქნიშნებს აწარმოებს არაადგილობრივი კომპანია, რომელიც მომდევნო კვირის დასაწყისში შუქნიშნების შეკეთებას და დენის წყაროსთან დაკავშირებას დაჰპირდა.

„ჩვენმა ელექტრიკოსებმა ნახეს, იქ დაზიანება არ არის ისეთი, რომ ყველა ელექტრიკოსს შეეძლოს შეკეთება. მათ სჭირდებათ კონკრეტული სპეციალისტი, რომ შუქნიშანი შემთხვევით არ გაფუჭდეს. კომპანიას, რომელიც შუქნიშნებს ემსახურება, ბევრი სამუშაო აქვს, რიგში ვართ. დაგვპირდნენ, რომ მომავალი კვირის დასაწყისში ჩამოვლენ“, – თქვა ახალქალაქის სერვის ცენტრის ხელმძღვანელმა მხითარ რსტაკიანმა.