დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა აშოტ სმბატიანმა რწმუნებათა სიგელების ასლი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ლაშა დარსალიას გადასცა.

დარსალიამ სმბატიანს საქართველოს ელჩის თანამდებობის დაკავება მიულოცა და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა სომხეთსა და საქართველოს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. თანამოსაუბრეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლისთვის.