საერთაშორისო გადაზიდვების სატვირთო მანქანების კოლონა, რომელიც საქართველოს საზღვრებთან, ვაჩიანი-კარწახის გზაზე საცობებს ქმნის, ამ გზაზე ნორმალურად გადაადგილებას შეუძლებელს ხდის.
მაისიდან დღემდე სოფელ ვაჩიანის გასასვლელიდან და თითქმის კარწახამდე სატვირთო მანქანების რიგი შეიქმნა. მოძრაობა მხოლოდ მარცხენა მონაკვეთზეა თავისუფალი, ხოლო მარჯვენა მონაკვეთზე საქართველოში შემოსული სატვირთო მანქანები საცობებს ქმნიან.
გზის ამ მონაკვეთის გავლას მაქსიმუმ 15 წუთი სჭირდება, თუმცა ცუდი ხილვადობისა და საცობების გამო პროცესი რამდენჯერმე ჭიანურდება და სოფელ ვაჩიანის მთავარ ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
შეგახსენებთ, რომ ეს გზა ერთადერთია, რომელიც 10-ზე მეტ სოფელსა და ახალქალაქს აკავშირებს. ეს გზა ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის ინდუსტრიისთვის. მოსახლეობა წუხს, რომ სატვირთო მანქანების კოლონის გამო, კომბაინები მინდვრამდე ვერ აღწევენ.
Jnews-ი ამ პრობლემას კვლავ დაუბრუნდება.