როგორც ტელეკომპანია “მთავარი” იუწყება, თბილისის გარეუბანში (დიდი დიღმის რაიონი), ბენდუქიძის დასახლებაში პირველი სექტემბრის დილას აფეთქება მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ ბინაში საყოფაცხოვრებო გაზის გაჟონვის გამო მოხდა.
დაშავებულია სამი ადამიანი, ერთი ოჯახის წევრები – ქმარი, ცოლი და მათი მცირეწლოვანი შვილი. სავარაუდოდ, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქენი არიან.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივების თქმით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე მეზობლის ბინა და ეზოში გაჩერებული მანქანა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობას აგრძელებენ.