22 აგვისტოს ახალქალაქში „მომავლის სახლში“ ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში დაწესებულების 100-ზე მეტმა მოსწავლემ სერთიფიკატი მიიღო.
ქართული, სომხური, რუსული, ინგლისური და ფრანგული ენების კურსებზე 100 ბავშვიდან 51-მა მიიღო სერთიფიკატი გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის, ხოლო დანარჩენმა 49-მა 2021-22 სასწავლო წელს აღნიშნულ ენის შემსწავლელი კურსების გავლისთვის.
„მსგავსი ღონისძიებების წყალობით ბავშვები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან გაკვეთილებს. ასეთი ღონისძიებები არის სტიმული იმისა, რომ სასწავლო პროცესი გავაუმჯობესოთ“, – ამბობს Jnews-თან ინტერვიუში ახალქალაქის მომავლის სახლის დირექტორი სათენიკ მაიტესიანი.
ღონისძიებას ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი და მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსწავლეებს მიულოცეს და სიგელები გადასცეს.
ასევე წაიკითხეთ:
სადღესასწაულო განწყობა: გამოფენა ახალქალაქის მომავლის სახლში
ძველისა და ახლის კომბინაცია ბავშვთა ხელნაკეთობებში