19 თებერვალს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორობის კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 2024 წლის 29 თებერვალს 00:00 საათზე დასრულდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საშუალო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის სარეგისტრაციო გზამკვლევი, საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუში გამოაქვეყნა. შეგიძლიათ გაეცნით აღნისნულ ბმულზე.
კონკურსში გასაუბრების ეტაპზე ჩაერთვებიან პირები, რომლებსაც აქვთ საშუალო სკოლის დირექტორის უფლების დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი. თუმცა, 2024 წლის 19-დან 29 თებერვლამდე, მათ ელექტრონულად უნდა დარეგისტრირდნენ (ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე დაწკაპუნებით), რის შემდეგაც მათ უნდა აირჩიონ არაუმეტეს 3 საშუალო სკოლისა, სადაც სურთ მუშაობა.
იმ პირებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ საშუალო სკოლის დირექტორის მოქმედი სერტიფიკატი, 2024 წლის 19 თებერვლიდან 29 თებერვლამდე, ასევე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია (წაიკითხეთ სახელმძღვანელო), ასევე წარადგინონ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები და შეარჩიონ არაუმეტეს 3 საშუალო სკოლა, სადაც დასაქმება სურთ.
ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის დირექტორობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რომელიც შეადგენს ტესტის მაქსიმალური ქულის 60 პროცენტს (48 ქულა). ტესტის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ასევე შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატებს, რომელსაც აქვს:
✓ უმაღლესი განათლება;
✓ არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში სწავლების მინიმუმ ერთი წლის გამოცდილება.
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარსადგენად დირექტორობის კანდიდატი კონკურსის გამოცხადებისთანავე ელექტრონულად უნდა დარეგისტრირდეს და მიუთითოს არაუმეტეს სამი საჯარო სკოლა, რომლებშიც კომიტეტს სურს დირექტორობის კანდიდატად წარდგენა.