ახალქალაქის მომავლის სახლში დღეს, ახალი წლის და შობისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო. წარმოდგენილი იყო მომავლის სახლის მოსწავლეების ნამუშევრები, რომლებიც მასწავლებლებთან ერთად შესრულებულია ხელსაქმის გაკვეთილებზე.

ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ახალქალაქის მუნიციპალური დაწესებულებების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 IMG_7708

საშობაო დეკორაციები, ბარათები, თუმანიანის ზღაპრის გმირების ხელნაკეთი თოჯინები, ნაძვის ხის ტოტები და სანთლები – ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ ამშვენებს მომავლის სახლში საგამოფენო  მაგიდებს. ღონისძიებაზე შეიკრიბნენ: ახალქალაქის კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები,  ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიის მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვალერი სტელმაშოვი.

 IMG_7713

“დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ახალ წელს და შობას. აქ გამოფენილია ხელსაქმის ჯგუფების მოსწავლეების ნამუშევრები. სულ 4 ჯგუფია: ქარგვა, ხალიჩის ქსოვა, თოჯინების დამზადება, ნიჭიერი ხელები. ერთი ნაწილი არის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ნამუშევრები, მეორე ნაწილი – მხოლოდ სტუდენტების“, – განაცხადა მომავლის სახლის დირექტორმა, სათენიკ მღდესიანმა.

 IMG_7721

ქალაქის მერი მელქონ მაკარიანი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მომავალი დღესასწაულები მიულოცა:

„მერის რანგში მომავლის სახლში ეს ჩემი პირველი ვიზიტია, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტების მუშაობის ხილვამ. ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა ყველას მივულოცო ახალი წელი და შობა, მივულოცო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებები.”

 IMG_7751

როგორც მერმა განაცხადა, აღფრთოვანებულია სტუდენტების მუშაობით და მომავლის სახლს მომავალ წარმატებებს უსურვებს:

„ძალიან მომეწონა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი ღონისძიებებით. ეს არ არის მხოლოდ გამოფენა, ეს არის კომუნიკაცია კოლეგებთან, მოსწავლეებთან, სხვებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს საქმიანობაში”.

 IMG_7765