ბორჯომში, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

მათი ინფორმაციით, დღეს დილიდან პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთო.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, ზოვრეთში სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა და დაკვამლიანებაც შეინიშნებოდა.