პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალქალაქის სტუდენტებს მესამე კორპუსში მიიღებს. უკვე მესამე წელია, ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსის მიმდებარე მე-4 კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კორონავირუსის გამო სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, უნივერსიტეტი მე-3 კორპუსში მიიღებს.

propesi
„სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა ახალქალაქის მე-4 კორპუსის რეაბილიტაციის პროცესში პანდემიამ, რის გამოც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მუშახელის დროულად გამოყვანა ვერ შეეძლო და ვადები რომლებიც გათვალისწინებული იყო რეაბილიტაციის პროცესში დაარღვია. კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა და ახალი ტენდერი გამოცხადდა. ახლა უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლებულია. შემიძლია ვთქვა, რომ გაზაფხულზე მე-4 კორპუსი სრულიად იქნება რეაბილიტირებული. წელს ვერა, მაგრამ შემდგომი წლის პროფესიულ პროგრამებზე მიღებას ახალ კორპუსში შევძლებთ“, – Jnews-ს უთხრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ.

prop6

რექტორის მაკა ბერიძის თქმით, წელს სტუდენტებს მე-3 კორპუსში მიიღებენ, სადაც აუდიტორიები უკვე აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და ისეა დაყოფილი, რომ პროფესიულმა პროგრამებმა ხელი არ შეუშალოს საბაკალავრო პროგრამებს.
prop1
prop3
პროგრამების „კომპიუტერული ქსელები და სისტემები“, „ბუღალტერია“ და „საბაჟო“ საკლასო ოთახები აღჭურვილია უახლესი პერსონალური კომპიუტერებით მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის, ელექტრონული დაფით და სხვა საჭირო ტექნიკით.
prop5
თითოეულ პროფესიულ პროგრამას (სატყეო საქმე, ელექტროობა და მებოსტნეობა) აქვს ორი ცალკე საკლასო ოთახი, ერთი ლექციების ჩასატარებლად მეორე კი პრაქტიკული სამუშაოებისთვის.
prop2
prop7
„ეზოში გამოვყავით 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც სტუდენტები ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, შეძენილია მინი ტრაქტორები, კულტივატორები და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა, რაც ხელს შეუწყობს მოცემული პროგრამების სრულყოფილად ათვისებას“, – ამის შესახებ Jnews-თან ინტერვიუში თქვა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა როინ თათეშვილმა.
prop
prop4
სატყეო საქმე, ელექტროობა და კომპიუტერული ქსელები და სისტემები პროფესიულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს აქვს ინტეგრირებული პროგრამები საშუალო განათლების მქონე აპლიკანტებისთვის.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 აგვისტო, რეგისტრაციისთვის უნდა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე.