ახალქალაქის თავისუფლების ქუჩაზე, ცენტრალური მოედნიდან ბაზრის ზონამდე შენობების გარე მორთულობაზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე ამ ადგილზე დაგეგმილია ძველების ჩანაცვლების მიზნით ახალი ხეების სიმეტრიულად დარგვა.

2021 წლის ივლისიდან ახალქალაქში ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე შენობების გარე რემონტი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო “განახლებული მუნიციპალიტეტების” პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
poghoc
თავიაუფლების ქუჩის სხვადასხვა უბანზე სხვადასხვა სამუშაოები მიმდინარეობს. სკვერის ქვემოთ, ტროტუარების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო საპირისპირო მხარეს შენობის კედლების მოსაპირკეთებლად სამუშაოები მიმდინარეობს.
mayt
თავისუფლების ქუჩის ქვედა ნაწილში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11 აგვისტოს დაწყებული საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსების ფასადის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც ქუჩა ხშირად იკეტება ტრანსპორტის მოძრაობისთვის.
chanaparh
დასრულების სამუშაოებთან ერთად, მერიის ინიციატივით, ტერიტორიის გამწვანება გადაწყდა. ძველ ხეებს ახალი, ყინვაგამძლე, არც თუ ისე მაღალი ხეები ჩაანაცვლებს.
veranoroguum
მერიაში აცხადებენ, რომ, ერთის მხრივ, ბევრი ძველი ხე უკვე გახმა და უნდა მოიჭრას, მეორე მხრივ კი ამ ინიციატივამ უნდა გაალამაზოს ქალაქის ცენტრალური ნაწილი, რადგან ისინი დაირგვება თანაბრად და იქნება სიმეტრიული. რომელი ხე დაირგვება ჯერ უცნობია, კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხეები შეირჩევა რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისად, ე.ი. გამძლე ხეები. ასევე, ხეების დარგვა განხორციელდება არა მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით.