წითელი ჯვრის ახალქალაქის ფილიალმა წლის განმავლობაში სხვადასხვა ასაკისა და საქმიანობის სფეროს 40-ზე მეტი მოხალისის მონაწილეობით სხვადასხვა სასწავლო ღონისძიება ჩაატარა.
შეხვედრები გაიმართა შემდეგ თემებზე: პირველადი დახმარება, ფსიქოლოგია, მათგან წარმოშობილი ვირუსები და დაავადებები, წყლისა და გარემოს დაბინძურება და ა.შ., ასევე ბუნების დასუფთავება.
„ჩვენი მთავარი მიზანია ინფორმირებული საზოგადოება გვყავდეს, ამისთვის ვაწყობთ შეხვედრებს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სოფლებში. მეთოდოლოგია, რომელსაც ვიყენებთ პირველადი დახმარების შეხვედრებზე არის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ მონაწილეებისთვის პრაქტიკაში მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა“, – განაცხადა ახალქალაქის ფილიალის მენეჯერმა ჰნაზიკ ავეტისიანმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქში წითელი ჯვრის ოფისი ჯერ არ არის სრულად გარემონტებული, მოხალისეები ღონისძიებებში დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით მონაწილეობენ და მზად არიან ცოდნის გაზიარებისთვის.
ავეტისიანის თქმით, უახლოეს მომავალში ძალიან საინტერესო ღონისძიებებია მოსალოდნელი და ოფისის სრული განახლების შემდეგ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ პირველადი სამედიცინო დახმარების კურსებს უფასოდ დაესწრონ.
წითელი ჯვრის ახალქალაქის ფილიალში ასაკობრივი და პროფესიული შეზღუდვები არ არის, რადგან პიროვნების უპირატესობებიდან გამომდინარე ნებისმიერი სამუშაოს პოვნა შეგიძლიათ. ტარდება ტრენინგები პირველადი დახმარების შესახებ სტუდენტებისთვის და მასწავლებლებისთვის, ტრენერები არიან მოხალისეები, მათ რიგებს შეგიძლიათ შეუერთდეთ.
თუ გსურთ ამ ჰუმანიტარული საქმის მხარდაჭერა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფილიალის მენეჯერს ნომერზე 598 88 81 03 ან გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები hnazikavetisyan@gmail.com -ზე.
ლიდა ალმასიანი