დასაქმების საიტზე – job.ge, იანვრიდან ივნისის ჩათვლით 36 584 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 51%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  და 123%-ით მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე.

2022 წლის იანვარ-ივნისში job.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდამ 6% შეადგინა.

სოციოლოგიური სამსახურის PMC-ის კვლევის მიხედვით, იანვრიდან ივნისამდე კატეგორიაში გაყიდვები/შესყიდვები 10 695 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 112%-ით მეტია 2021 წლის და 165%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნდა 7567 სამუშაო ადგილი, 77 %-ით მეტი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 116%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტექნოლოგია/ლოჯისტიკის კატეგორიაში გამოქვეყნდა 12267 ვაკანსია – ზრდამ  105% და 118% შეადგინა.

ივნისში პერსონალზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ლოჯისტიკაზეა – 2507, შემდეგ მოდის გაყიდვებზე – 2286, ადმინისტრაციასა და მენეჯმენტზე – 1451, ფინანსებზე – 1054 და მაღალ ტექნოლოგიებზე – 388.

წყარო: bizzone.info