ახალქალაქის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერების უმეტესობა უკვე გამოცხადებულია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სამუშაოებზე ტენდერების გამოცხადება დაიწყო. გამოცხადებულია 8 ტენდერი, რომლებშიც 3-დან 6-მდე სამუშაო გაერთიანებულია, განაცხადების მიღების ვადაა 10 დღე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ტერიტორიული მართვის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის მაგდი ამირშადიანის თქმით, სამუშაოებზე კონკურსი 64 სოფლიდან 17-მდე სოფელში დარჩა გამოსაცხადებელი.
სულ შეირჩა 80 სამუშაო.
“რჩება 3-4 ტენდერის გამოცხადება, რომელსაც რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ, სოფელ ბარალეთს მოსახლეობას პრიორიტეტის შეცვლა სურს, მაგრამ არ ვიცი, გამოვა თუ არა“, – ამბობს მაგდა ამირშადიანი.
სოფელ ბარალეთის მოსახლეობამ თავდაპირველად სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია აირჩია.
სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტს წლეილს 922 000 ლარი აქვს გამოყოფილი. იგივე თანხა შარშანაც გამოიყო.
ყველაზე მცირე თანხა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 10 000 ლარია, ყველაზე დიდი კი 20 000 ლარი. ასევე, მოსახლეობის მიხედვით სოფლები იღებენ 12 000 ან 16 000 ლარს. თითოეულმა სოფელმა წლეულს იგივე თანხა მიიღო, რაც შარშან.