თვითმხილველების თქმით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე საცობები კვლავ შეიქმნა.
ვიზიტორებისა და ტურისტების თქმით, რუსეთიდან გასვლისას, საგუშაგომდე დაახლოებით 4-5 კმ-ში, საცობში 6-დან 9 საათამდე მოგიწევღ დგომა. საცობების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ არსებობს ინფორმაცია ნეიტრალურ ზონაში ავარიის შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის საგუშაგოს აქვს 12 ზოლი, ხოლო ქართულ საგუშაგოს 2.
თვითმხილველების თქმით, ნეიტრალურ ზონას და ქართული საგუშაგოს გავლას დიდი დრო არ სჭირდება – დაახლოებით 1-2 საათი.
როგორც ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი აღნიშნავს, ის უკვე 9 დღეა რიგში დგას.
აღსანიშნავია, რომ ივლისში საქართველოში ტურისტული სეზონის პიკია. საქართველოში ჩამოდიან, როგორც დასასვენებლად ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ტურისტები რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან – ვიზიტორთა ნაკადი ძალიან დიდია.