გუდაურში პარაპლანი ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი პირი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, მაშველებმა მეორე პირის გადარჩენა მოახერხეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლამდე მამაკაცია.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.