უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 47 წლის კახა გოგოლია დაიღუპა.

ქართველი მებრძოლი უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ წავიდა და ლუგანსკის ოლქში იბრძოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის 10 ივლისს, გამთენიისას რუსების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.

ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინაში საქართველოს ელჩი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.