ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი, გარდა ერთისა, 2 ივლისიდან ერთი თვით შვებულებაშია. ამჟამად, მხოლოდ ახალქალაქის N1 საბავშვო ბაღი მუშაობს. იქ, ასევე შესაძლებელია სხვა ბაღების აღსაზრდელების მიყვანაც, რომელთა მშობლებიც მუშაობენ და ბავშვებს ვერავის უტოვებენ. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, აქედან 3 ქალაქში, დანარჩენი სოფლებში. სამ სოფელში – კოტელიაში, ხანდოში და კარტიკამში – ალტერნატიული საბავშვო ბაღებია, ანუ მუშაობენ ნახევარი დღით და კვების გარეშე.