ახალქალაქის მუნიციპალიტეტში N3 საბავშვო ბაღის რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 179 313.86 ლარი გამოიყო.
წლის დასაწყისში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო N1,N2 და N3 საბავშვო ბაღებისა და სოფლებში: კოჩიო, ბარალეთი, აზმანასა და კულმიკამში საბავშვო მოედნების მოსაწყობად. მაგრამ შემდეგ ბიუჯეტში შესწორებები შევიდა, რომლის მიხედვით, 29 313,86 ლარი ქალაქის N3 საბავშვო ბაღის რემონტისთვის გამოიყო.
ეს თანხა გათვალისწინებულია შენობის რემონტისა და გათბობის ახალი სისტემის მოწყობისთვის, რადგან სისტემა არასწორად იყო გაყვანილი და არ მუშაობდა.
მე-3 საბავშვო ბაღი ბოლოს 2019 წელს გარემონტდა, როცა 74 900 ლარი გამოიყო. სამუშაოს ინდმეწარმე ლევონ კერობიანი ახორციელებდა. გარემონტდა საბავშვო ბაღის სამზარეულო, ფასადი, შეკეთდა ელექტროგაყვანილობა, გარემონტდა ოთახები და ჭიშკარი.
N3 საბავშვო ბაღი ბოლოს 2016 წელს გარემონტდა. მაშინ რემონტისთვის 97 900 ლარი გამოიყო. რემონტის შემდეგ, საბავშვო ბაღში ახალი ჯგუფების გახსნისას, გაირკვა, რომ გარემონტებულ ოთახებში არ იყო ე.წ პლინტუსები. სათამაშო ოთახიდან საძინებლისკენ მიმავალ კარს მინა და სახელური არ ჰქონდა. სარემონტო სამუშაოები სამშენებლო კომპანია „ინტერმა“ განახორციელა. Jnews-თან ინტერვიუში კომპანიის დირექტორმა მაშინ განაცხადა, რომ სამუშაოები პროექტის შესაბამისად შეასრულეს.