7 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც სოფელ სულდაში სატვირთო დაეჯახა, ნორმალურია. ის უკვე სახლში იმყოფება.
11 ივნისს, სატვირთო, ირანული ნომრებით, ბავშვს დაეჯახა. ის ჯერ ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, “ნიუ ჰოსპიტალში”, სადაც მან მკურნალობის კურსი ჩაუტარდა.
7 წლის გოგონა ცეკვის გაკვეთილზე მიდიოდა, რომელიც სოფლის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის შენობაში უტარდება, როდესაც მას სატვირთო დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სულდას მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა და თვითმმართველობის ორგანოებისგან გზაზე ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება მოითხოვეს, რათა სოფლის ცენტრზე გამავალი სატვირთოები იძულებული გახდნენ დაბალი სიჩქარით იმოძრაონ.
შემთხვევიდან 3 დღის შემდეგ, სოფელ სულდაში იმ ქუჩაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ხელოვნური ბარიერები დაამონტაჟეს. სოფლის მოსახლეობის სურვილით, კაუჩუკის ნაცვლად ასფალტის ბარიერები მოეწყო. მოსახლეობის თქმით, ასფალტის ბარიერი უფრო მყარია და დიდხანს ძლებს.
ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ:
სოფელ სულდაში ბავშვს სატვირთო დაეჯახა
სოფელ სულდაში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დაამონტაჟეს