უკრაინაში ომის დაწყების და პირველი შოკის შემდეგ ნავთობპროდუქტებზე ფასები გაიზარდა. პარალელურად, გაძვირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბოლო დროს კი ახალქალაქი მეორედ გაძვირდა, მიზეზი იგივეა – ძვირი საწვავი, მაგრამ არა მარტო.

17-20-25 ლარი – ასე გაიზარდა ბოლო ნახევარი წლის განმავლობში თბილისში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფასი ახალქალაქიდან ახალციხის გავლით. მძღოლები მიზეზად კვლავ საწვავის გაძვირება ასახელებენ, მაგრამ მეორე მიზეზი ისიც იყო, რომ მძღოლები ხშირად იძულებულნი არიან თბილისში 2-3 მგზავრით წავიდნენ, რაც მათთვის ზარალია.

შედარებისთვის, ახალქალაქი-ერევანი 210 კმ-ია, თბილისიდან კი 280 კმ-ის უნდა გაიაროთ, თუმცა ერევანამდე ტრანსპორტის ფასი 40 ლარი ღირს, თბილისში კი 25 ლარი. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს ერევნის მიმართულება 50 ლარი ღირდა, მძღოლები სომხეთში ტრანსპორტის ფასების 100 პროცენტით (25 ლარიდან 50 ლარამდე) ზრდას COVID-19-ზე ტესტირების აუცილებლობით ხსნიდნენ. თუმცა, ამ აუცილებელი პროცედურის მოხსნით, ფასი წინა დონემდე კი არ ჩამოვიდა, არამედ მხოლოდ 10 ლარით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ გაძვირდა არა მხოლოდ ახალქალაქიდან თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური, ახალციხეში მგზავრობა 6 ლარიდან 10 ლარამდე ღირს, ახალქალაქიდან ბათუმში კი 35 ლარი, ძველი ფასის, 30 ლარის ნაცვლად.