დღეს, 22 ივნისს, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ახალქალაქისა და გორის ფეხბურთის გუნდების – “აბულისა” და “ლეგიონის” შეხვედრა გაიმართა, რომელიც “აბულის” გუნდის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
დღეს, 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩი დაიწყო. მატჩი “აბულის” გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
გოლები რაფაელ დარბინიანმა და რაფიკ პალოიანმა გაიტანეს.
საქართველოს ჩემპიონატში წლეულს ეს “აბულის” მე-11 თამაშია. მე-10 თამაში, რომელიც თბილისში 16 ივნისს, სოხუმის დინამოსთან გაიმართა, გუნდმა „აბულმა“ ანგარიშით 3:1 წააგო.
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში 14 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს.
აბულის საფეხბურთო გუნდს რაფაელ დარბინიანი წვრთნის. აღსანიშნავია, რომ წელს “აბულში” 5 გორელი “ლეგიონერი” თამაშობს.