გასული ერთი კვირის (13.06.2022-19.06.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 482 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 78 650 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 72 494, „პისიარ“ ტესტით – 6 156.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-0.78%.
წინა კვირის (06.06.2022-12.06.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 546 პაციენტი, გარდაიცვალა სამი პაციენტი.