სარგის მანასიანი, რომელსაც სოფელში ყრმობიდანვე დაშნაკს ეძახდნენ, თავისი უნიკალური ფიზიკური მახასიათებლებით არა მარტო თანატოლებს, არამედ ბევრ ახალგაზრდას სჯობნის.

Dashnak papi 1

ბაბუა სარგისი ბავშვობიდან სპორტს მისდევდა, ახალგაზრდობაში ბევრ შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. მას იცნობენ არა მარტო სოფელ ხანდოში, არამედ მთელ რეგიონში.

„სოფელში ვერავინ დამამარცხა. ძელზე აზიდვა 30-ჯერ გავაკეთე. ახლაც კი შემიძლია ჩემი ასაკის ყველა ადამიანს ვაჯობო.”

სოფლის ახალგაზრდები მასზე განსაკუთრებული სიამაყით საუბრობენ:

„მოზარდები ამბობენ, რომ ბაბუა დაშნაკი ახალგაზრდობაში ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, ახლაც ცოტანი ახერხებენ მისთვის მკლავის მოხრას, ამ ასაკში ის იმდენჯერ აკეთებს აზიდვებს, რამდენჯერაც მე ვერ ვახერხებ. ის ჩვენი სიამაყეა“, – ამბობს 20 წლის არმენ მარგარიანი.

Dashnak papi 2

სარგის მანასიანი მეუღლესთან ერთად ხანდოში ცხოვრობს. ჰყავს 3 შვილი და 11 შვილიშვილი, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. აიამაყით ამბობს, რომ შვილიშვილები ძალიან კარგად სწავლობენ, მაგრამ სპორტი არცერთს არ აურჩევნია.

“ზარმაცები არიან, სპორტს არ მისდევენ”, – ხუმრობს ბაბუა.

„ის ჩვენთვის მაგალითია ვივარჯიშოთ და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“, – ამბობს ხანდოელი ახალგაზრდა, ჰამბარცუმ საჰარიანი.

dashnak papi 4

ბაბუა სარგისი ახალგაზრდობაში ძალოსნობაზე ოცნებობდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო პროფესიულ სპორტით ვერ დაკავდა. 50 წლის განმავლობაში სოფელში ტრაქტორის მძღოლად მუშაობდა, პარალელურად დაკავებული იყო საყვარელი გატაცებით – სპორტით.