ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNPD) მხარდაჭერით, საქართველოში, პროექტ ENPARD-ის ფარგლებში, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტიტუტთან (GIPA) თანამშრომლობით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში აცხადებს ტენდერს მზის ფოტოელექტრული სისტემების შესყიდვაზე.
განახლებადი ენერგიის გამოყენების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამოცხადდა საგრანტო კონკურსი მზის მცირე ელექტროსადგურების, მზის ფოტოელექტრული სისტემების დამონტაჟებაზე.
პროექტის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ასევე ტარდება მოკლევადიანი სასწავლო კურსები გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვისა და განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების სოფლად გამოყენებაზე.
კონკურსი დააფინანსებს მაქსიმუმ 20 გამარჯვებულს – სოციალურად დაუცველ ან სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედებს/მამებს/ან სოფლად მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს/ფერმერებს, რომლებიც მზის მცირე ფოტოელექტრო ელექტროსადგურებს დაამონტაჟებენ.
განაცხადის შეტანა მხოლოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაბალშემოსავლიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს შეუძლიათ, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:
1. ოჯახის ყველა წევრი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში
2. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც 16 წლამდე ასაკის მინიმუმ 3 ან მეტი შვილი ჰყავს
3. მარტოხელა დედა ან მარტოხელა მამა
4. იღებს მთავრობის ან საზოგადოების მხარდაჭერას
5. აქვს საკმარისი სივრცე სახლში მზის პანელების დასამონტაჟებლად
6. ელექტროენერგიის მრიცხველი რეგისტრირებულია ოჯახის ერთ-ერთ წევრზე
კონკურსი 2022 წლის 10 ივნისს დაიწყო და 30 ივნისს 18:00 საათზე დასრულდება.
საგრანტო განაცხადი უნდა იყოს შევსებული ქართულ ენაზე და წარმოდგენილი იყოს საჭირო დოკუმენტებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს. https://akhalkalakilag.ge/hy/
#EU #LAGAkhalkalaki #GIPA #UNDP
კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ახალქალაქის ოფისს, მისამართზე: თამარ მეფის ქუჩა, ჟვანიას სკოლის და ლუქსის მაღაზიის მოპირდაპირედ.