ახალქალაქში საბავშვო ბაღები 1 აგვისტომდე იმუშავებს, რის შემდეგაც ისინი ერთი თვით შვებულებაში გავლენ.

ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაჰიტ ასატურიანის თქმით, ივლისში დასასვენებლად მხოლოდ მე-3 საბავშვო ბაღი გავა, აგვისტოში კი ისევ დაიწყებს მუშაობას.

ამ დროისთვის ყველა საბავშვო ბაღი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის სოფლებში 16 სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებს, აქედან 3 ალტერნატიულია.

ლიდა ალმასიანი