დღეს, 10 ივნისს, დაახლოებით შუადღისას, სოფელ ეშტიასთან, ტყეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
9 ივნისს საღამოს ახალქალაქის მკვიდრი 21 წლის თ.მ გაუჩინარდა. ღამე სახლში არ გაუთია, დედამისმა პოლიციას მიმართა. ის დღეს შუადღისას გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის დეტალებს იძიებენ․