დღეს, 3 ივნისს, დილის 4:00 საათზე, თვითმკვლელობის მიზნით, 1966 წელს დაბადებული ქალი ახალქალაქის ყოფილი N1 სამხედრო ქალაქის ხიდიდან გადახტა. ის საავადმყოფოში მიყვანიდან 10 წუთში გარდაიცვალა.
ადგილზე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც მისთვის ხელის შეშლას შეეცადნენ და პოლიცია გამოიძახეს. ქალი გადახტა არა ხიდის შუა ნაწილიდან, არამედ ქალაქის მხრიდან კიდესთან ახლოს, სადაც ხიდის სიმაღლე დაახლოებით 15-20 მეტრია.
ქალი დაცემის შემდეგ ცოცხალი იყო, თუმცა მძიმე დაზიანებები მიიღო. სასწრაფო დახმარება ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ის გარდაიცვალა.