გასული ერთი კვირის (23.05- 29.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ს 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 104 996 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 95 506, „პისიარ“ ტესტით – 9 490.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.55%.
წინა კვირის (16.05-22.05.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 605 პირი, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.