ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დასახლებების ნაგვისგან გაწმენდის საფასური გაუძვირდებათ. ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად მერიამ საკრებულოში შეიტანა.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ნაგვის შეგროვების ახალი ტარიფების დამტკიცების მოთხოვნით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს მიმართა. დადგენილებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და მხარდაჭერის შემთხვევაში მიიღებენ.
ფიზიკურ პირებზე თვიური გადასახადი ერთ პერსონაზე 40 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი იქნება. ოთხ ადამიანზე მეტის მქონე ოჯახები 2 ლარს გადაიხდიან.
იურიდიული პირებისთვის ტარიფი უცვლელი რჩება – 1კვ/მ-ზე 25 ლარი.
დასუფთავების საფასურიდან წელიწადში დაახლოებით 90 000 ლარი შეგროვდა თანხის ნაწილი მერიას გადაეცა, ნაწილი (ნახევარზე მეტი) ახალქალაქის სერვის ცენტრის ბიუჯეტში დარჩა.
სერვის ცენტრი ამ ტარიფით ნაგვის გადასახადს იმ სოფლებიდანაც კრებს, რომელსაც ემსახურება.
ახალი ტარიფები მას შემდეგ ამოქმედდება, რაც საკრებულო დეპუტატები პროექტს დაამტკიცებენ და დადგენილებას გამოაქვეყნებენ.