სკოლის კურსდამთავრებულებისთვის დასრულდა ეტაპი, რომელმაც თან გაიყოლა ბავშვობა და გამომაფხიზლებელი სიგნალი მისცა მათ, რათა ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მოემზადონ.
ბოლო ზარის აურზაურისა და ფუსფუსის შემდეგ, ბევრი მათგანი საკუთარი პროფესიონალური ოცნებების ასრულებისთვის, მისაღები გამოცდებისთვის მომზადებას იწყებს. რა ოცნებებია ეს, რა სფეროებში სურთ თავის დამკვიდრება და განვითარება, რომელი პროფესიაა წლეულს ყველაზე მოთხოვნადი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე Jnews-ი ახალქალაქის სკოლების კურსდამთავრებულებს გაესაუბრა.
გამოკითხვაში 50 კურსდამთავრებული მონაწილეობდა, რომლებიც აპირებენ სწავლის გაგრძელებას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. Jnews-ის კითხვაზე, რა პროფესიის არჩევას გეგმავენ, აღმოჩნდა, რომ ბევრ მათგანს ჯერ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ზოგი კი უკვე მკვეთრად ჩამოყალიბებულია საკუთარ არჩევანში. სასურველი პროფესიები მრავალფეროვანია, ისევე, როგორც სფეროები.
ამრიგად, რესპონდენტთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს კომპიუტერულ პროგრამირებას (50 რესპონდენტიდან 14), შემდეგ მოდის მედიცინა (50 რესპონდენტიდან 11), ხოლო მესამე ადგილზეა ორენოვანი განათლება (50 რესპონდენტიდან 7), ყველაზე სასურველ და საინტერესო პროფესიებს შორის არის: ფსიქოლოგია, ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი, გრაფიკული დიზაინი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის 5 საჯარო სკოლის 189 კურსდამთავრებულიდან წლეულს 109 დარეგისტრირდა საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად. კურსდამთავრებულთა მაქსიმალური რაოდენობა – 72 – საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად დარეგისტრირდა, 41 – სომხეთში და 6 – რუსეთში.
ლიდა ალმასიანი