დღეს, 23 მაისს, ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილზე, სოფელ ვაჩიანიდან კარწახის მიმართულებით, საქართველო-თურქეთის საგუშაგომდე, 800-მდე სატვირთო მანქანა დგას. როგორც საბაჟო კონტროლის სამსახურში განმარტავენ, მანქანების რიგის მიზეზი დიდი ნაკადია. 

რამდენიმე დღეა 25-კილომეტრიანი საცობია შექმნილი. სატვირთოების მძღოლები საქართველო-თურქეთის საზღვარზე უკვე მეოთხე დღეა თავის რიგს ელოდებიან, ხოლო სოფელ ვაჩიანთან მეორე დღეა დგანან.

fur2

«იმის გამო, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი – „ვალე“  დაკეტილია, დაგროვდა მანქანების დიდი რაოდენობა, ამასთან, გაიზარდა სატვირთო მანქანების ნაკადი. რუსეთის ნაცვლად, სატვირთო მანქანები ახლა საქართველოს ტერიტორიის გავლით დადიან, სხვა პრობლემა არ არის“, – განუცხადეს Jnews-ს საქართველოს საბაჟო კონტროლის სამსახურში.

Jnews-მა დღეს დაითვალა 800-მდე სატვირთო მანქანა, რომლებიც გზის მარჯვენა მხარეს იდგნენ.  სოფელ ვაჩიანიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე გზაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდა.